
მომღერალი, ნინი ბადურაშვილი აცხადებს, რომ არც ერთ საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს.
"არც ერთ საახალწლო ღონისძიებაში არ ვიღებ მონაწილეობას! ცრუ ინფორმაციებს ნუ ავრცელებთ! ყველა კონცერტი გაუქმებულია! ბოლო ინფორმაცია, რაც დაიდო, არის სიცრუე", - წერს მომღერალი.
ცოტა ხნის წინ "ნეტგაზეთმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანრი ჯოხაძესა და ნინი ბადურაშვილს 29 დეკემბერს ლაგოდეხში საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ბიუჯეტიდან 25 250 ლარს გადაუხდიან.