თბილისში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ჩამოვა

გამოქვეყნდა:

18 დეკემბერს თბილისში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი ჩამოვა.

"ვიზიტის მიზანია ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პირობების უზრუნველყოფა ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. ასევე, მიესალმება ნიკა გვარამიას და ალეკო ელისაშვილის გათავისუფლებას. ბერსეტი გვარამიასა და ელისაშვილს, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად შეხვდება.

მთავარი 21:00 II ნაწილი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი