ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტს ეხმაურება.
"ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა ვიყოთ გულგრილად, მაშინ, როცა ქართველი ხალხი იცავს თავის თავისუფლებას. პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვა ევროპარლამენტში ეს არის პატივიც და ჩვენი მოვალეობის შეხსენებაც", - წერს ლექსმანი.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. პრეზიდენტი სტრასბურგში გუშინ გაემგზავრა.