"ზოგიერთ საარჩევნო უბანზე პირადად ვნახე ძალადობა, ვურეკავდი შს მინისტრს მობილურზე, სამთავრობო ქსელზე, მის მოადგილეებს, ვერსად დავუკავშირდი" | ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნების მიმდინარეობისას, უბნებზე ძალადობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა ვერ შეძლო.

"არჩევნების მიმდინარეობისას, მე პირადად ვნახე ძალადობა, რომელიც ხდებოდა ზოგიერთ საარჩევნო უბანზე. შს მინისტრს დავურეკე და ვერ დავუკავშირდი, ვერც მობილურ ტელეფონზე, ვერც სამთავრობო ქსელზე, ვერც მის მოადგილეებს, ვერანაირად", - თქვა ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს. [სინქრონული თარგამნი] 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი