
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა საჭიროა ევროპიდან მუდმივი პოლიტიკური ყურადღება, რომ ქართველებმა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან - "ევროპარლამენტარებმა ეს გაკეთეს, როდესაც ჩამოვიდნენ თბილისში, იყო ემანუელ მაკრონის ძლიერი მესიჯი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი, მეტი ვიზიტები საქართველოში, რომელიც იქნება არა ჩვეულებრივი ვიზიტები" - მიმართა პრეზიდენტმა ევროდეპუტატებს.
შეუძლია ევროპას შეეგუოს, რომ მის ელჩებს შეურაცხყოფას აყენებენ, შეეგუებიან ევროპელები, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი იტყუება რუმინეთის, ესპანეთის პოზიციის შესახებ? - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ისაუბრა აქციაზე დაკავებულების შესახებ და მათი გათავისუფლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ევროპული ქვეყნების წარმომადგენლების დასწრება სასამართლო პროცესებზე - "დაკავებულების გათავისუფლებასთან ერთად, უნდა იქნას დასჯილი ყველა ის ადამიანი, რომელთა ქმედება კვალიფიცირებული იყო, როგორც წამება" - ამბობს პრეზიდენტი.
"თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტები. ევროპა არის საქართველოს ყველაზე დიდი დონორი დიასპორისთვის, თქვენ უნდა იმოქმედოთ. თუ ევროპამ ვერ გამოიყენა თავისი ბერკეტები სამნახევარმილიონინანი ქვეყნის მოსახლეობაზე, მაშინ როგორ უნდა ჰქონდეს მას პრეტენზია, რომ მოერევა უფრო დიდ გიგანტებს. საქართველოში პოსტსაბჭოთა მმართველობის იმპორტი არ უნდა მოხდეს. მათ უნდათ რუსული კორუმპირებული მმართველობა საქართველოსთვის, მაგრამ საკუთარი თავისთვის ევროპა სურთ. მთავრობის წევრებს, საქართველო მოიგებს, გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, ის დაიცავს თავის თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს.
შეკითხვა, რომელიც მინდა დავსვა არის შემდეგი: დააჩქარებთ ტრანზიციას, თუ კიდევ იქნება ნელი მოქმედება? " - აღნიშნა პრეზიდენტმა. [სინქრონული თარგმანი]