"ქართველები იბრძვიან დღე და ღამე. ევროპა კი ნელა რეაგირებს...თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტები" | სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში დეპუტატებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ქართველები დღე და ღამე იბრძვიან, ევროპა კი ნელა მოქმედებს. 

პრეზიდენტის განცხადებით ქართველები ჯერ კიდევ ელიან რეაგირებას ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან. 

"რომ ვიყოთ გულწრფელები, ევროპამ ვერ შეასრულა თავისი საქმეები, რაც მოსალოდნელი იყო. უფრო მეტი უნდა იქნას გაკეთებული, მე სპეციფიკურ დეტალებში არ შევალ, რაც თქვენი არჩევანია, მაგრამ თქვენ იცით, რომ ქართველები იბრძვიან დღე და ღამე. ევროპა კი ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს. ქართველები ჯერ კიდევ ელიან, რომ ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან რეაგირება იქნება და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ მოგვიწევს ლოდინი, არ მოგვიწევს უფრო ღრმა კრიზისში ყოფნა. 

და როგორ უნდა იმოქმედოს ევროპამ. პირველი, პოლიტიკური მხარდაჭერა, ჩვენ გვჭირდება, მუდმივი პოლიტიკური ყურადღება უმაღლესი დონიდან იმიტომ, რომ ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი მარტო არ არიან, რომ ჩვენ თქვენ მხარს გვიჭერთ. ევროპარლამენტარებმა ეს გააკეთეს როდესაც ისინი ჩამოვიდნენ თბილისში. იყო ემანუელ მაკრონის ძლიერი მესიჯი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი. ჩვენ გვჭირდება მეტი ვიზიტი საქართველოში, მაგრამ ვიზიტები რომლებიც იქნება არა ჩვეულებრივი ვიზიტები და ეს ვიზიტები კარგად შეიძლება იქნას მანიპულირებული რუსების მიერ, ეს ვიზიტები უნდა იყოს ზუსტად ისეთი კონტროლირებული, რათა განსხვავებული მიზნები არ იქნას ამისგან მიღწეული. ჩვენ ამას ვამბობდით თვეების განმავლობაში, დეზინფორმაციის შესახებ. შეუძლია ევროპას შეეგუოს რომ მის ელჩებს შეურაცხყოფას აყენებენ? შეიძლება შეეგუოს, რომ საქართველო აღარ მოძრაობს ევროპისკენ? შეეგუებიან ევროპელები, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი იტყუება რუმინეთის, ესპანეთის პოზიციის შესახებ?

მეორე მიმართულება, რომელშიც ევროპას შეუძლია იმოქმედოს ეს არის სამართლიანობა. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ასობით დაკავებული, ზოგიერთ მათგანს 9 წლიანი პატიმრობა ემუქრება. უნდა იყოს ძალიან ძლიერი მონიტორინგი და მე ვიცი, რომ ბევრი ევროპელი ელჩი ყურადღებას აქცევს ამ სასამართლო პროცესებს. მათი ვიზიტები სასამართლოში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. და რა თქმა უნდა, ამ დაკავებულების გათავისუფლებასთან ერთად უნდა იქნას დასჯილი ყველა ის ადამიანი, რომელთა ქმედება იყო კვალიფიცირებული, როგორც წამება. 

არ არსებობს სხვა გზა გარდა მშვიდობიანი გზისა ამ კრიზისიდან გამოსასვლელად. ჩვენ ვიცით, რომ ეს ხელისუფლება რუსული მოდელისაა, რომელიც ერთ ნაბიჯს წინ დგამენ და 2 ნაბიჯს უკან. უნდა ვიყოთ ძალიან მკაფიო და პრინციპულიდან, ასეთივე იქნება საქართველოს მოსახლეობა, რომ წავიდეთ ახალი არჩევნებისკენ და ან წავიდეთ იქით სადაც იქნება უფრო ღრმა კრიზისი. თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტები. ევროპა არის საქართველოს ყველაზე დიდი დონორი, სახლის საქართველოს ყველაზე დიდი დიასპორისთვის," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებთან მიმართვისას. [სინქრონული თარგმანი]

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი