ელექტროენერგია 7 საათიდან გამორთული იყო - მეპატრონეები ელიავას ბაზრობის ხანძარზე

გამოქვეყნდა:

ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარში მეპატრონეები ელექტროენერგიის ფაქტორს გამორიცხავენ. როგორც ისინი ამბობენ, საღამოს 7 საათისთვის ბაზრობის მთელს ტერიტორიაზე ელექტოენერგია უკვე გამორთული იყო და აალება, სავარაუდოდ, სიგრეტის ნამწვიდან გაჩნდა. 

7 საათის შემდეგ, როდესაც ელექტოენერგია ითიშება, არავის აქვს უფლება, იყოს ბაზრობის ჩაკეტილ ტერიტორიაზე - იქ მხოლოდ დაცვა რჩება. ამბობენ, რომ სიგარეტის ნამწვით გაჩნდა ხანძარი. ელექტოგაყვანილობა ახალი შეცვლილი იყო - გამორიცხულია, მას გამოეწვია აალება, - ამბობს ერთ-ერთი მეპატრონე. 

აქვე, ელიავას ბაზრობაზე ხანძარი 29 სექტემბერს, დაახლოებით ღამის 4 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. დილით კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თქვეს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი