ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ევროდეპუტატებს შეხვდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა იმ ევროპარლამენტარებთან, რომლებიც საქართველოს შესახებ საპარლამენტო მუშაობას ხელმძღვანელობენ.