აჭარაში მედიკოსები უკვე ღიად ამბობენ, რომ ვითრება საგანგაშოა და კოტროლს აღარ ექვემდებარება. მათი თქმით, პაციენტების მისაღებად საავადმყოფოებში უკვე ადგილები აღარ არის, არასაკმარისია პერსონალიც.
სკანდალური განცხადება დღეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა თერაპევტმა ბენო ჭელიძემ გააკეთა
ჩვენს რეგიონში ჰოსპიტალური სექტორი არანაირად მზად არ არის პაციენტების მართვისთვის, მძიმე და თუნდაც საშუალო. თუ გავითვალისწინებთ, რომ 8 კოვიდ საავადმყოფოდან აჭარაში რეანიმაცია მხოლოდ ჩვენთან, რესპუბლიკურშია, სადაც მხოლოდ 25 საწოლია, მერე ტალღას რომ ამბობენ, ამ შემთხვევაში ეს 25 სუნთქვის აპარატი და საწოლი არ იქნება საკმარისი. ტყუილია და ბლეფია რომ ამბობენ მზად ვართ. ეს არის იმ დიდი ტყუილების სერიის გაგრძელება, რაც 3 წელია გრძელდება - ამბობს ჭელიძე
სიტუაცია უმართავია - ამბობს ერთ ერთი მედიკოსი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. მან ერთერთ ინფიცირებულს დიალეზი ჩაუტარა და თავადაც აღმოჩნდა ინფიცირებული.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დადიქსირდა. ვირუსი ბოლო 24 საათში 314 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც უმრავლესობა - 225 შემთხვევა, სწორედ აჭარიდანაა. გარდაცვლილია 1 ადამიანი.