სასამართლოს მონიტორინგის შედეგად იკვეთება მოწმე პოლიციელების მხრიდან ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების მიცემის ფაქტები- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. აქციებზე დაკავებული პირების წინააღმდეგ, მოწმე პოლიციელები სასამართლოს იდენტურ ჩვენებებს აძლევენ. უფრო კონკრეტულად, მესამე სექტორის დაკვირვებით, იკვეთება შემდეგი:
"პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები იყო შაბლონური და ფორმალური ხასიათი ჰქონდა. მათში იყო იდენტური ტექსტები, შეცდომებიც იგივე იყო. მაგალითად, "შეურაცხყოფას" არასწორად წერდნენ ყველა ოქმში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ ჰქონდათ კონკრეტული ტექსტები გადაცემული. ოქმებში არაა მითითებული შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის დრო, ასევე ტერიტორიაც არის ძალიან ზოგადად მითითებული. ხშირადაა საუბარი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ტერიტორიაზე და ა.შ. მაშინ როდესაც კონკრეტული ადგილი უნდა იყოს მითითებული." აღნიშნა ეკა გიგაურმა.
გარდა ამისა, მოწმე პოლიციელები ზოგადი ფრაზებით ცდილობენ შესაძლო სამართალდარღვევაზე საუბარს - "იგინებოდა უმისამართოდ", "გვეძახდა მონებს და რუსებს". არასამთავრობოების განცხადებით, ისინი ვერ ასაბუთებენ რა მოთხოვნა აქვთ დაკავებულების მიმართ და არ ურთავენ არც ერთ საქმეს სამხრე კამერების ჩანაწერებს.
დასახელდნენ სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიმცემი პოლიციელებიც. ეკა გიგაურის განცხადებით, ეს მხოლოდ ნაწილია: