"სახალხო დამცველმა მაინც არ უნდა გაგვრიყოს" | შშმ პირები ომბუდსმენს ოფისთან  დახვდნენ

გამოქვეყნდა:

დღეს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სახალხო დამცველს ოფისთან  დახვდნენ. რამდენადმე კვირაა ისინი უშედეგოდ ელოდნენ ლევან იოსელიანთან შეხვედრას და იმ კითხვებზე პასუხებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჰქონდათ.

მას შემდეგ, რაც ომბუდსმენი აქციის მონაწილეებს არ შეხვდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა თავად მიაკითხეს იოსელიანს, რომელიც იძულებული გახდა მათთვის მოესმინა.

"შშმ პირები დგანან აქციებზე, ზოგიერთი მათგანი სცემეს კიდეც. არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი აგხდნენ პოლიციის მხრიდან. ამ საკითხების განხილვა გვინდოდა. როდესაც ვსაუბრობთ შშმ პირებზე, ყოველთვის ვამბობთ, რომ გარიყულები ვართ ბევრი საკითხიდან. თუ სხვადასხვა სტრუქტურები გაგვრიყავენ, სახალხო დამცველმა მაინც არ უნდა გააკეთოს ეს", - თქვა ანა სიხაშვილმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი