
საკვები პროდუქტით, მედიკამენტებით, პირველადი მოხმარების ნივთებით და საბურავებით დატვირთული ავტომანქანები გუშინ, 28 სექტემბერს ნინოწმინდაში, სომხეთ-საქართველოს საზღვართან შეაჩერეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოქალაქეები ტვირთის გატარებას ითხოვდნენ ერევნის მიმართულებით, საიდანაც ნივთებს სავარაუდოდ მთიან ყარაბაღში ჩაიტანდნენ.
რეგიონული მედია იუწყება, რომ საზღვარზე მოგვიანებით მხოლოდ ორი სატვირთო ავტომობილი გაატარეს, სადაც პროდუქტი და მედიკამენტები იყო, რაც შეეხება საბურავებით დატვირთულ მანქანებს, ის საბაჟო სამსახურმა საზღვარზე შეაჩერა.
ტვირთის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს შსს, შემოსავლების სამსახურში კი ამბობენ, რომ საზღვარზე ამ დროისთვის არანაირი ტვირთი შეჩერებული არ არის;