ჩეხეთის დეპუტატების პალატამ მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც, მათ შორის, რუსებს მნიშვნელოვნად უზღუდავს ჩეხეთის მოქალაქეობის მიღებას.
დამტკიცებული შესწორებით რუსეთის მოქალაქეები, გარკვეული გამონაკლისებით, ვერ შეძლებენ ჩეხეთის მოქალაქეობის მიღებას რუსეთის მოქალაქეობის დათმობის გარეშე. ამასთან, შესწორება ითვალისწინებს 15 წელზე მეტი ასაკის რუსების განაცხადების განხილვის სრულ შეჩერებას, განუსაზღვრელი ვადით - მათ შორის განაცხადების, რომლებიც ამ დრომდეა შეტანილი.