სტუდენტები პარლამენტთან მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ.
სტუდენტები სკანდირებენ: "საქართველო, საქართველო!". მათ მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
მარშის მონაწილეები სააკაძის მოედანზე შეიკრიბნენ.
ამასთან, მარში მიმდინარეობს სხვა ლოკაციებზეც, კერძოდ, განათლების სამინისტროდან პარლამენტამდე.
მსვლელობას მართავენ ევროპული ფონდების ყოფილი სტიპენდიატებიც. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე კი მიემართება მრავალფეროვნების მარში და განათლების სამინისტროდან კი მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის.