ევროპარლამენტში დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის ოვაციები ისმოდა. საქართველოს პრეზიდენტს დასავლელი პოლიტიკოსები განსაკუთრებული პატივისცემით და მხარდაჭერის გამოხატვით შეხვდნენ.
ქვეყნის მეთაურის მიმართვა ახალ პოლიტიკურ განაცხადად იქცა - ზურაბიშვილმა მხარდაჭერისთვის გადახდილი მადლობის პარალელურად მოკავშირეებს კიდევ უფრო აქტიური ქმედებისკენ მოუწოდა.
"ქართველები იბრძვიან დღე და ღამე, ევროპა კი ნელა რეაგირებს... თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტები", - თქვა სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტმა.
მან კვლავ გამოიყენა შესაძლებლობა და ივანიშვილის რეჟიმი რუსული პოლიტიკის გატარებაში ამხილა.