"ქართული ოცნება" მორიგ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა. თვითგამოცხადებულ პრემიერმინისტრს დასავლური სამყაროს ქვეყნები უპირისპირდებიან და სიცრუეში ამხელენ.
ირაკლი კობახიძის რუსული პროპაგანდის საპასუხოდ იტალიის, ესპანეთისა და რუმინეთის საგარეო უწყებები აცხადებენ, რომ გმობენ ოლიგარქის ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებულ სასტიკ ძალადობას და მხარს უჭერენ ევროკავშირის სანქცირების პოლიტიკას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ.
ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის წევრი წამყვანი ქვეყნები ღიად და დაუფარავად ამხელენ არალეგიტიმურ პრემიერმინისტრს სიცრუის ტირაჟირებაში.