"ფინანსური სანქციებით უკან უნდა დავახევინოთ მათ, ვინც უხეშად თავს ესხმიან მშვიდობიან მომიტინგეებს" | კარდინი და ევროპელი ლიდერები

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი, ევროპელ ლიდერებთან ერთად, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას.

განცხადებაში ხაზგასმულია ფინანსური სანქციების დაწესების აუცილებლობა.

"ჩვენ უნდა დავდგეთ "ქართული ოცნების" ძალადობრივი დარბევის წინააღმდეგ იმ ქართველების გვერდით, რომლებიც იცავენ კონსტიტუციურად განმტკიცებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ჩვენ უკან უნდა დავახევინოთ მათ, ვინც უხეშ თავდასხმებს მიმართავენ მშვიდობიან მომიტინგეებზე იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც ვიცით, რომ მათთვის დამღუპველი იქნება, როგორიცაა ფინანსური სანქციები.

საქართველო ეკუთვნის ევროპას", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული ქვეყნებიდან განცხადების ხელმომწერები არიან: პეტერ ტალი (ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე); ლია ქუარტაპელე (იტალიის დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი); რუსლანას ბარანოვასი (ლიეტუვის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე); ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე); რადოსლავ ფოგელი (პოლონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე); კარლოს როჰას გარსია (ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი); ოლექსანდრ მერეჟკო (უკრაინის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი