30 დეკემბერს გერმანიის ქალაქ მანჰაიმში, აქციაზე დაკავებულების დასახმარებლად, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
"შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება მშვიდობიან დემონსტრანტებს და უკანონოდ დაკავებულ აქციის მონაწილეებს. კარი იღება 18:30 საათზე, იწყება 20:00 საათზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: მარიამ ქირია, ბექა ბუჩუკური და ზურაბ ზურაბიშვილი. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე.