ევროპული საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

გამოქვეყნდა:

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

"კონკრეტული მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირის ლიდერებმა, შესაძლოა, განიხილონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტული საკითხები, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ევროკავშირი ავრცელებს.

ამასთან, ევროკავშირის ლიდერები დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინასთან, ახლო აღმოსავლეთთან, მიგრაციასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელებენ. შეხვედრაზე დასასწრებად ბრიუსელში უკვე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი