უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი კიევში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
ზელენსკის ინფორმაციით, კიტ კელოგი კიევს ტრამპის ინაუგურაციამდე ეწვევა.
"ვიზიტი შედგება იანვრის დასაწყისში. ჩვენ ველოდებით ბატონ კელოგს და მაშინ ვისაუბრებთ, რას გულისხმობს ან რას გულისხმობდა", - თქვა ზელენსკიმ და მიანიშნა კელოგის მიერ ადრე მედიაში გამოთქმულ იდეებზე რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესახებ.