
შიდა ქართლში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 3 გორის, 2 კასპის და 2 ხაშურის მაცხოვრებელია.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ყველა მათგანი დაინფიცირებულის კონტაქტია და კოვიდტესტირებამდე ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ. ამასთან, აღებულია დაინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 16 პირის ნიმუშიც.
შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების საერთო რაოდენობა 172 იყო. რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 178 პირი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 270 ადამიანი, გარდაიცვალა 1 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 225 აჭარიდანაა.