უკრაინამ რუსეთში, როსტოვის ოლქში მდებარე ნოვოშახტიორსკის ნავთობპროდუქტების ქარხანაზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
გენშტაბში აცხადებენ, რომ ეს ქარხანა ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტია რეგიონში, რომელიც რუსეთის არმიას საწვავით ამარაგებდა.
"ეს ერთადერთი ნავთობპროდუქტების ქარხანაა, რომელიც როსტოვის ოლქში მუშაობს. გამოიყენება რუსეთის შეიარაღებული ძალების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. სპეციალიზებულია მაზუთის, სხვადასხვა ტიპის საწვავის წარმოებისთვის. გადამუშავების სიმძლავრე აღწევს 7.5 მილიონ ტონა ნავთობს წელიწადში", - ამბობენ გენშტაბში.
როგორც გენშტაბში ამბობენ, იერიშის შედეგად, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.
სხვა დეტალი ამ დროისთვის უცნობია.