„საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეწუხებულები ვართ. ეს არ არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომელიც EU-სთან ახლოს გვსურს" | ლუქსემბურგის პრემიერი

გამოქვეყნდა:

„საქართველოში განვითარებული მოვლენებით საკმაოდ შეწუხებულები ვართ. ეს არ არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომელიც ევროკავშირთან ახლოს და ევროპულ მიწაზე გვსურს" - განუცხადა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ლუკ ფრიდენმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე: 

ყველას მოვუწოდებთ, ვისაც საქართველოსთვის პროევროპული გზა სურს, რომ პირველ რიგში, ის ფუნდამენტური თავისუფლებები, რომლებიც ჩვენ გვჯერა, ევროპის კონტინენტზე ყველგან დაცული უნდა იყოს. ასე რომ, ჩვენ ვითარებას თვალს ყურადღებით ვადევნებთ და მოვუწოდებთ ქართველ ლიდერებს, რომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს პატივი სცენ“, - განაცხადა ლუკ ფრიდენმა. [IPN]

ევროკავშირის 27 სახელმწიფო ევროპულ საბჭოზე ბრიუსელში დღეს უკრაინისა და სირიის საკითხების განსახილველად იკრიბება. დღის წესრიგში შეტანილია საქართველოს საკითხიც.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ მინისტერიალზე, უკვე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებთან სავიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი