შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სრულწლოვნების სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება

გამოქვეყნდა:

დღეს, 29 სექტემბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სრულწლოვნების პროცესი გაგრძელდება. დღესვე გახდება ცნობილი, გადავა თუ არა საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ადვოკატები და ბრალდებულები სრული შემადგენლობით დაესწრებიან პროცესს. ამასთან, დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე.

აქვე, გუშინ, 28 სექტემბერს ახალგზარდა ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულმა სრულწოვანმა პირებმა - გაგნიძემ, ჩიქოვანმა და რევაზიშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს თქვეს. 

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული, თუმცა 11 დაკავებულის საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო.

მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ, რაც 4-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

11 აგვისტოს კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 პირს -  ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ზ.ხ-ს, ა.ქ-ს. და ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმა.

ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი