ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაშია EU-ს დროშებით, ჩვენ არ მივატოვებთ. ეს არის ჩვენი მკაფიო გზავნილი და ასე იქნება 2025 წელსაც | მეცოლა

გამოქვეყნდა:

ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაშია ევროკავშირის დროშებით, არ მივატოვებთ. ეს არის ჩვენი მკაფიო გზავნილი და ასე იქნება 2025 წელსაც - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში: 

"თქვენ შეგიძლიათ ელოდოთ ძლიერ სიგნალს პარლამენტისგან. თქვენ იხილეთ რეზოლუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომელიც ეხება ჩვენს შეშფოთებას არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენი მოწოდებაა ქართველებისადმი, რომ არ გადაუხვიონ ევროპული გზიდან. მე უკვე წლებია, რაც ევროპულ საბჭოებზე დავდივარ ამ საბჭოებზე ერთი რამ დომინირებს: ჩვენ მივეცით პირობა იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპას უყურებენ, როგორც მათ სახლს, რომ კარს არ მივუხურავთ და ეს ეხება ქართველ ხალხსაც, რომელიც ისევ ქუჩაშია ევროკავშირის დროშებით და ჩვენ მათ არ მივატოვებთ. ეს არის ჩვენი მკაფიო გზავნილი და ასე იქნება 2025 წელსაც." აღნიშნა რობერტა მეცოლამ. 

ევროკავშირის 27 სახელმწიფო ევროპულ საბჭოზე ბრიუსელში დღეს უკრაინისა და სირიის საკითხების განსახილველად იკრიბება. დღის წესრიგში შეტანილია საქართველოს საკითხიც.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ მინისტერიალზე, უკვე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებთან სავიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი