სროლა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტში | მოკლულია ერთი ე.წ დეპუტატი

გამოქვეყნდა:

აფხაზეთში ე.წ პარლამენტში სროლის შედეგად ერთი ე. წ დეპუტატი ვახტანგ გოლანდია გარდაიცვალა. მეორე ე.წ დეპუტატი კან კვარჩია კი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლაში მონაწილეობდა ე.წ დეპუტატი  ადგურ ხარაზია.

როგორც ტელეგრამ-არხები წერენ, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პარლამენტში მაინინგის აკრძალვის კანონპროექტს განიხილავდნენ. შელაპარაკება მოხდა ადგურ ხარაზიასა და კან კვარჩიას შორის, რა დროსაც ადგურ ხარაზიამ იარაღი ამოიღო და კან კვარჩიას ესროლა. არსებული ინფორმაციით ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი