აქციის კიდევ ერთი მონაწილე ივანიშვილის სასამართლომ დღეს სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 2 200 ლარით დააჯარიმა გია ჯვარშეიშვილი, რომელსაც ადმინისტრაციულ დარღვევას, პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
ჯვარშეიშვილს 1-ელ დეკემბერს, დაკავებისას საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ნეკნები აქვს ჩამტვრეული, აქვს ტვინის შერყევა და უჭირს სუნთქვა. ჯვარშეიშვილს, დაზიანებები აქვს სახისა და სხეულის არეშიც.
ის დღევანდელ პროცესს ესწრებოდა.
ცნობისთვის, მოსამართლე ცაგარეიშვილი ესტონეთის მიერ სანქცირებულ მოსამართლეთა სიაშია.