1-ელ დეკემბერს დაკავებულმა და ნაცემმა გია ჯვარშეიშვილმა მის მიმართ, არაადამიანური მოპყრობის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ისაუბრა:
"დროშა წამართვეს, [კისერზე] მეკეთა და ვიხრჩობოდი, ისე მართმევდნენ, ხლები მქონდა აწეული ნიშნად მშვიდობიანობისა და მომთხოვეს ჩაწევა. არ გამოვიყენებ იმ სიტყვებს, რომელიც მითხრეს, მაგრამ უკიდურესი შეურაცხყოფა იყო და უკიდურესი ფსიქოლოგიური ძალადობა იყო, რაც იქ მოვისმინე, მორალურიც მათ შორის. პირდაპირ ეთერში ვარ დატყვევებული. აბსოლუტურად ჩანს იქ ყველაფერი, ვდგავარ ჩემთვის, საერთოდ არ ვინძრევი, არც არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია . ხელში რო ამიღეს 10-მდე ადამიანმა, მერე უკვე იყო ფიზიკური ძალადობა, სადამსჯელო კორიდორი და დაკავების მანქანაში ცემის მძიმე ფაქტები" განაცხადა სასამართლო პროცესზე ჯვარშეიშვილმა.
ესტონეთის მიერ სანქცირებულმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა, ჯვარშეიშვილი დღეს სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა. ნაცემ მოქალაქეს ადმინისტრაციულ დარღვევას, პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.