საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 34-ე პაციენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კიდევ ერთი, 34-ე კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. მონაცემები ცოტა ხნის წინ საიტზე - Stopcov.ge განახლდა. 

ბოლო 24 საათში ეს უკვე კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 270 ადამიანი, გარდაიცვალა 2 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 225 აჭარიდანაა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი