მორიგი მძიმე დარტყმა მოძალადე რეჟიმს. ბრიტანეთის მთავრობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლეს ხელმძღვანელობას ასანქცირებს. მინისტრი გომელაური, მისი მოადგილე, თბილისის პოლიციის უფროსი, ოდიოზური მთავარი დამრბევი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე - ეს ხუთი მაღალჩინოსანი დღეიდან ბრიტანული სანქციების ქვეშ არიან.
ოფიციალური განცხადებით დასტურდება დასანქცირების მიზეზიც და ფორმაც. თბილისში, მშვიდობიანი მომიტინგეების უსასტიკეს დარბევაში ბრალდებული მაღალჩინოსნები საფინანსო და სავიზო შეზღუდვების ქვეშ მოექცნენ.
უფრო ვრცლად ნახეთ ნინო სამყურაშვილის სიუჟეტში.