ფოკუსირება ბიძინა ივანიშვილზე - ევროპული საბჭოს სხდომაზე ხმამაღლა დადასტურდა, რომ ქართველი ოლიგარქი პრორუსული პოლიტიკის მთავარი აქტორია. რუსეთის წინააღმდეგ სისხლისმღვრელ ომში მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი 27 მოკავშირე ქვეყნის ლიდერებს პირდაპირ მოუწოდებს, გააკეთონ ყველაფერი, რომ რუსეთმა არ წაართვას დასავლურ სამყაროს საქართველო.
კრემლის დავალების მთავარ შემსრულებლად უკრაინის პრეზიდენტი სწორედ საქართველოს არაფორმალურ მმართველს ასახელებს. ზელენსკის შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ოლიგარქის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა სულ უფრო მძლავრი და მასშტაბური გახდება.
უფრო ვრცლად იხილეთ თათია წოწონავას სიუჟეტში.