ბიზნესის პროტესტი სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. ქართული ოცნების ძალადობრივ რეჟიმთან თანამშრომლობაზე ამჯერად უარს მცირე მეწარმეები ამბობენ.
საშობაოდ მოწყობილ ბაზარში საკუთარი პროდუქციის გაყიდვაზე უარი უკვე 400-მდე კომპანიამ თქვა. ისინი, ვისაც სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნივთები და საკვები პროდუქტი მერიის მიერ მოწყობილ ბაზრობაზე ყოველწლიურად გაჰქონდა, წელს პროტესტის რეჟიმში არიან და სამოქალაქო პოზიციას ხმამაღლა აფიქსირებენ.
თვლიან, რომ ახლა ქვეყანაში არავის ეზეიმება ამიტომ, მერიის მიერ დადგმული სპეციალური ჯიხურები ახალ წელს შესაძლოა ცარიელი იყოს.
უფრო ვრცლად ნახეთ ნინო გიგაურის სიუჟეტში.