აშშ აქციის მონაწილეებზე მოძალადე სამართალდამცველებს და იმ მუნიციპალურ თანამდებობის პირებს, ვინც ხმის მიცემის უფლებას ზღუდავდა და მათ ოჯახის წევრებს, სავიზო სანქციებს დაუწესებს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტარტამენტი ქართველი სამართალდამცავების, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებს შემოიღებს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

"სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ნაბიჯებს დგამს, რათა დამატებითი სამოგზაურო შეზღუდვა დაუწესოს სხვა ქართველ საჯარო პირებსა და მათ ოჯახებს; სია მოიცავს სამართალდამცავებსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, ვინც ძალადობდა დემონსტრანტებზე, ასევე მუნიციპალური მთავრობის თანამდებობის პირებს, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ძალაუფლება ფუნდამენტური თავისუფლებების შესაზღუდად - მათ შორის, იძულების და შევიწროვების გარეშე ხმის მიცემას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დღევანდელი ქმედება ეფუძნება გასულ კვირას გამოცხადებულ სავიზო ქმედებებს, აფართოებს სექტემბერში აშშ-ის მიერ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს და გაერთიანებული სამეფოს დღევანდელ ქმედებებს და რამდენიმე სხვა ევროპული ქვეყნის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ ქმედებებს ავსებს.

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ოფიციალური პირების მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ.

ქართველ ხალხთან ვდგავართ და ერთგულები ვრჩებით ვეძიოთ ანგარიშვალდებულება მათთვის, ვინც თანამონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევასა და მათი დემოკრატიული მომავლისთვის ძირის გამოთხრაში", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი