პროტესტის 23-ე დღე - ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად მოქალაქეები უწყვეტ აქციებს მართავენ. ამ წუთებში სამეზობლოების მსვლელობები იმართება. გლდანსა და დიდ დიღომში მოქალაქეები ერთდროულად იკრიბებიან. დიდ დიღომში მსვლელობა ანბანის სკვერიდან დაიწყო და გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე გაგრძელდა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები ახალი არჩევნები და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებაა.
"არალეგიტიმურ ხელისუფლებას ვეტყოდი, რომ პირველ რიგში გამოუშვან უკანონოდ დაპატიმრებულები და მეორე მოთხოვნაა ახალი არჩევნები. დიდი დიღმის სამეზობლო მინიმუმ კვირაში ერთხელ აქ ვიქნებით." - აცხადებენ დიდი დიღმის აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეებს სოლიდარობას ავტოსიგნალებით უცხადებენ მძღოლებიც.
ავტორი: მარიამ ედილაშვილი