"გადაწყვეტილებები მიიღება ინდივიდუალურ დონეზე" | შოლცი საქართველოზე

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს სხდომაზე საერთო გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ, თუმცა გადაწყვეტილებები მიიღება ინდივიდუალურ დონეზე - ეს განცხადება  ევროპული საბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, მედიასთან გააკეთა და აღნიშნა, რომ  ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტის შედეგებს და ანგარიშს ელოდებიან

"ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება და მივაღწიეთ დისკუსიაში შეთანხმებას. დემოკრატიული პროცესი არის აუცილებელი. ეს ჩვენი მკაფიო მესიჯია. ევროპის საბჭოს ხელმძღვანელი საქართველოში იმყოფება და დაველოდებით ანგარიშს, რომელსაც ისინი გააკეთებენ. საბჭოს სხდომაზე ვერ მივიღეთ საერთო გადაწყვეტილებები, თუმცა გადაწყვეტილებები მიიღება ინდივიდუალურ დონეზე", - ამბობს ოლაფ შოლცი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი