პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი დღეს იტალიის სენატის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის, ასევე ევროპულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვა. ზურაბიშვილის მიმართვა 13 საათზე, ონლაინ ფორმატით იქნება. საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით კომიტეტების თავმჯდომარეების მიწვევით გამოვა.