
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, საიდანაც 13 ბენეფიციარი, 7 კი პერსონალია.
თავდაპირველი ინფორმაციით, თავშესაფარში კორონავირუსის 35 შემთხვევა იყო დადასტურებული საიდანაც 25 თავშესაფრის ბინადარი, 10 კი თანამშრომელი იყო, თუმცა ოფიციალური უწყება განსხვავებულ ციფრებს ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 5 ბენეფიციარის პასუხს ამ დრომდე ელოდებიან.