თუკი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს - ამის შესახებ არალეგიტიმურმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ არალეგიტიმური ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების სანქციებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელთა შორის არის არალეგიტიმური შს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც.
"რაც შეეხება ჩვენს რეაგირებას სანქციებზე, თუკი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი, ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას," - აღნიშნა კობახიძემ.