ალან ბერსეს ბრიფინგზე მოვისმინეთ ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხები | ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

დღეს, მის ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს - წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით. ნიკა მელია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პროტესტს მკაფიო მოთხოვნა აქვს - ახალი არჩევნები:

"გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი:
ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი. 
დღეს, მის ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს. (რუსული კანონის შელამაზება და ა.შ)
პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა - ახალი არჩევნები" წერს ნიკა მელია

იხილეთ:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი