
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი საჩხერის საავადმყოფოში მკურნალობდა. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორს ინფორმაციით, 70 წლამდე ასაკის მამაკაცი მათთან ქუთაისის კლინიკიდან დადასტურებული „კოვიდ 19“-ით 26 სექტემბერს შეიყვანეს.
„პაციენტს ჰქონდა ტუბერკულოზი. ბოლო პერიოდში დამძიმდა მისი მდგომარეობა და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, -ამბობს მიხეილ ქამუშაძე.
კორონავირუსით საქართველოში ბოლო 24 საათში, ეს უკვე გარდაცვალების მესამე შემთხვევაა