ავუხსენი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, რომ მათი მანდატი არაა რაღაც კომისია დანიშნონ არაღიარებულ ხელისუფლებასთან...ვიღას აინტერესებს რუსული კანონი | პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

ევროსაბჭოს გენერალურ მდივანსა და მის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ალან ბერსეს მან მკაფიოდ დაუფიქსირა პოზიცია და აუხსნა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რა არის საბჭოს უპირველესი მანდატი:  

"შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას. ცოტა გაუგებრობაში არიან და არ ესმით სიტუაცია. მე ავუხსენი, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში მოსვლა, როცა შენ წარმოადგენ ყველაზე ძველ ევროპულ ორგანიზაციას და ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, ადამიანის უფლებები, ადამიანების თავისუფლება, ამ ორგანიზაციას აქვს ერთი პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რომ ხმა ამოიღოს, როდესაც  რომელიმე მის წევრ ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება საქართველოში. ძალადობა, უფლებების შეზღუდვა და ამის გაპროტესტება, ამის დაგმობა არის ალბათ პირველი მოვალეობა ასეთი ორგანიზაციის. მე ეს ნათლად ავუხსენი გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი არც მოვალეობა და არც უფლებაა არაა, რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არავისგან არაღიარებულ ხელისუფლებასთან, მითუმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ რუსული კანონი. ვიღას აინტერესებს რუსული კანონის შეცვლა თუ არშეცვლა. ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისი თუ როგორ იტყუება ხელისუფლება წლების მანძილზე." განაცხადა პრეზიდენტმა.

თავად ალან ბერსეს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის განცხადება არ გაუკეთებია. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი