პროვოკაციაა, როცა აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, დე ფაქტო პრემიერი ამბობს, რომ დააჯილდოებს რეპრესიებსა და მხეცობაზე პასუხისმგებელ მაღალჩინოსნებს | პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა პროვოკაცია უწოდა თვითგამოცხადებული პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომ მოძალადე პოლიციელებს და მათ არალეგიტიმურ მინისტრს, ღირსების ორდენებით დააჯილდოებენ: 

"პროვოკაციულია ის, რაც მოვისმინეთ დღეს გუშინდელი ამერიკის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ დაასანქციროს ის მაღალჩინოსნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, ამის პასუხი იყოს ის, რომ დე ფაქტო პრემიერი აცხადებს, რომ ჩვენ დავაჯილდოებთ ღირსების ორდენით იმავე მაღალჩინოსნებს, რომლებიც არიან უშალოდ პასუხისმგებელნი რეპრესიებზე, ძალადობაზე და მხეცობაზე, რომელსაც ჰქონდა და აქვს ადგილი თბილისის ქუჩებში. ეს არის პროვოკაცია და პროვოკაციული განცხადება, ეს არის შეურაცხყოფა იმ გენერალური მდივნის, რომელთანაც ახლა მქონდა საუბარი." აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ.

იხილეთ:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი