საფრანგეთი და ეუთოს 37 სახელმწიფო მოუწოდებენ საქართველოს, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების შესანარჩუნებლად
38-მა სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გაააქტიურა, რაც გულისხმობს ინფორმაციის გაცვლას ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
"მოვუწოდებთ საქართველოს, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების შესანარჩუნებლად", – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.