პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის წინ აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. 

დემონსტრაციას მსვლელობით იურისტთა და მოგზაურობის მოყვარულთა მარშიც შეუერთდა. მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერებით მსვლელობა ევროპის მოედნიდან დაიწყეს.

პარალელურად, აქციას შეუერთდნენ ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები და ასევე საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ასევე მსვლელობით მოვიდნენ პარლამენტთან.

მოქალაქეები უკვე 23-ე დღეა, რაც საპროტესტო აქციებს მართავენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნა.

ფოტო: IPN

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი