
"ბაიდენისა და ტრამპის ადმინისტრაციები ერთად ვმოქმედებთ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ", - განაცხადა Fox New-სთან ინტერვიუში დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცმა.
"რაც შეეხება ჩვენს მოწინააღმდეგეებს, ვისაც ჰგონია, რომ ახლა კარგი მომენტია ბაიდენისა და ტრამპის ადმინისტრაციებს შორის დაპირისპირების გასაღვივებლად, ისინი ცდებიან. ჩვენ ერთად ვმოქმედებთ ამ გარდამავალ მომენტში. ჩვენ ერთი გუნდი ვართ", - განაცხადა უოლცმა.