ოლიგარქის ძალოვნების "მაგნიტსკის სიაში" | აშშ "ოცნების" არალეგიტიმური ხელისუფლების მაღალჩინოსნების სანქციებს ამძიმებს

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის ძალოვნების "მაგნიტსკის სიაში". შეერთებული შტატები "ოცნების" არალეგიტიმური ხელისუფლების მაღალჩინოსნების სანქციებს ამძიმებს.

მშვიდობიან დემონსტრანტებზე, მედიისა და ოპოზიციის წევრებზე განხორციელებულ სასტიკ ძალადობასა და საპროტესტო აქციების დარბევაზე სრული პასუხისმგებლობა მინისტრ გომელაურსა და მის ქვეშევრდომებს ეკისრებათ. შესაბამისად, ძალოვანი უწყების პირველი პირი  ყველაზე ხისტი და მძიმე შეზღუდვების ქვეშ აღმოჩნდა. 

"მაგნიტსკის" გლობალური აქტის ფიგურანტების ქონება და ყველა აქტივი, რომელიც  შეერთებული შტატებში არსებობს დაბლოკილია, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებით კი ამ პირებს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ და აქტივებიც გაყინული აქვთ. 

ეს დასასრული არ არის და დასავლური სამყარო "ოცნების" ოდიოზური ლიდერების წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს აგრძელებს.

უფრო ვრცლად ნახეთ ნინო სამყურაშვილის სიუჟეტში.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი