გერმანიის ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე, მანქანა ხალხში შევარდა, შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემა BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია 60-დან 80-მდე ადამიანი
ხელისუფლებამ საშობაო ბაზრობა დახურა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ მძღოლი დააკავა.