გერმანიაში, ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე, მანქანა ხალხში შევარდა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა.
გამოცემა The Guardian-ი გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ზე დაყრდნობით წერს, რომ მანქანის მძღოლი იდენტიფიცირებულია, როგორც საუდის არაბეთის მოქალაქე, რომელმაც მანქანა თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე იქირავა.
შეგახსენებთ, რომ მანქანის მძღოლი შემთხვევიდან მალევე პოლიციამ დააკავა.