"ვეწინააღმდეგებით რეპრესიებს და ქვეყნის რუსეთიზაციას" | ბენდუქიძის კამპუსის მარშის მონაწილეები საქალაქო სასამართლომდე მსვლელობას მართავენ

გამოქვეყნდა:

თავისუფალი უნივერსიტეტის და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორთა ნაწილი კახა ბენდუქიძის კამპუსიდან მსვლელობას მართავენ.

კახა ბენდუქიძის კამპუსის მარშის მონაწილეები თბილისის საქალაქო სასამართლომდე მივლენ. საბოლოო წერტილად საქალაქო სასამართლოს არჩევა სიმბოლურია, რადგან სწორედ ეს სასამართლო ასამართლებს ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ გამოსულ მოქალაქეებს.

"ვეწინააღმდეგებით, საქართველოს ავტორიტარულ ქვეყნად ქცევას, რეპრესიებს და ქვეყნის რუსეთიზაციას" - აცხადებენ სტუდენტები.

სტუდენტები ითხოვენ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. სტუდენტები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ხელისუფლების ქმედებებმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა განათლების და ქართული დიპლომების ხარისხსაც.

მსვლელობასთან დაკავშირებით, აღმაშენებლის ხეივანზე მოძრაობა შეჩერებულია. მარშს წინ მოუძღვის ბანერი, რომელზეც დატანილია კახა ბენდუქიძის სიტყვები: "თუ გემუქრებიან – ესე იგი მათთვის საშიში ხარ, თუ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ – ესე იგი მათ არ გაუმარჯვიათ!“ 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი