ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში უილსონი წერს, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილია ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია, ხოლო გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, ახალი არჩევნებია:
"კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ამ პოლიტიკური კრიზისის დროს, ის ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია. მე მას ვეთანხმები - საქართველოს ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მას წარმოადგენს" წერს უილსონი